Friday, June 30, 2017
Thursday, June 29, 2017
მე- 8 დღე
დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკა, რომლის მიხედვითაც შევაფასე საკუთარი გეგმა და განვსაზღვრე რა მაქვს შესაცვლელი იმისათვის, რომ ჩემი გეგმა მაქსიმალურად პასუხობდეს მოთხოვნებს. ვისწავლე როგორ უნდა აიტვირთოს ბლოგზე ვორდის დოკუმენტი. ჩემს ბლოგზე ავტვირთე მოსწავლის გაზეთი და მასთან ერთად გაზეთის შეფასების რუბრიკა, რომელის შედგენა დღეს ვისწავლე. ვისაუბრეთ პროექტის სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე.
Sunday, June 25, 2017
მე-7 დღე მე-5 მოდული პროექტების შეფასება
დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო. ვისწავლე როგორ უნდა ვაწარმოო შეფასება პროექტის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასასრულში. გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს: მასწავლებლის წინარე ცოდნის სასაჭიროებების დადგენა, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება, პროგრესის მონიტორინგი, გაგების შემოწმება და მეტეშემეცნების წახალისება, გაგებისა და უნარების დემონსტრირება.
თითოეულიდან ავირჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები. და შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში - შეფასების გეგმა. დავიწყე მუშაობა პროექტის მოკლე მონახაზზე.
თითოეულიდან ავირჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები. და შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში - შეფასების გეგმა. დავიწყე მუშაობა პროექტის მოკლე მონახაზზე.
Saturday, June 24, 2017
მოდული-4 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა
დღევანდელი დღის თემა იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. ინსტრუმენტად ავირჩიეთ გაზეთი და ვისწავლეთ როგორ იქმნება ის. შეგვიძლია შევარჩიოთ მზა შაბლონი newsletters-ში, ან word Document-ში text box-ში. გაზეთის შექმნისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით. გაზეთი პროექტის შეჯამების ერთგვარი სახეა. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს რა ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა, რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ, რამდენად ეფექტურად და ადეკვატურად იყენებენ ტექნოლოგიებს. სავარაუდო მონახაზი გავაკეთე. გაზეთზე მუშაობას სახლში დავასრულებთ. ასევე, ავირჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან ჩემი პროექტის შესაბამისი მიზნები.
Subscribe to:
Posts (Atom)