Friday, July 14, 2017

მეცხრე დღე

განვიხილეთ გეგმის ნაწილი- დიფერენცირებული სწავლება. ჩამოვაყალიბე და დავგეგმე აქტივობები სსსმ მოსწავლისთვის, არაქართულენოვანი და ნიჭიერი ბავშვებისთვის. შევავსე გეგმის შესაბამისი გრაფები. განვსაზღვრე პროექტისთვის საჭირო რესურსები. შევავსე გრაფები: ბეჭდური მასალა, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვ.
კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი პორტფოლიოს ჩეკლისტს და მისი დახმარებით შევამოწმე ჩემი პორტფოლიო. ვნახე მაქვს თუ არა ყველა საჭირო მასალა. ჩემს ბლოგზე ავტვირთე პორტფოლიო.

ტრენინგზე „ პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება“  საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მივიღე, რომელიც დამეხმარება სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო, შინაარსიანი და სიღრმისეული გავხადო. ტრენინგები, რომლებიც ისტ-ის ინტეგრირებაზეა დაფუძნებული საშუალებას მაძლევს მოსწავლეებს შევძინო ის უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე ადამიანისთვის. ტრენინგზე ცოდნის შეძენეში ძალიან მეხმარება და ყოველთვის მზად არის რჩევა მომცეს ტრენერი რუსუდან მარკოზაშვილი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდი. 

Thursday, June 29, 2017

მე- 8 დღე

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო. განვიხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკა, რომლის მიხედვითაც შევაფასე საკუთარი გეგმა და განვსაზღვრე რა მაქვს შესაცვლელი იმისათვის, რომ ჩემი გეგმა მაქსიმალურად პასუხობდეს მოთხოვნებს. ვისწავლე როგორ უნდა აიტვირთოს ბლოგზე ვორდის დოკუმენტი. ჩემს ბლოგზე ავტვირთე მოსწავლის გაზეთი და მასთან ერთად გაზეთის შეფასების რუბრიკა, რომელის შედგენა დღეს ვისწავლე. ვისაუბრეთ პროექტის სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკაზე.

მოსწავლის პროდუქტი

გაზეთის შეფასების რუბრიკა

გაზეთი

დედამიწა და გარესამყარო

Sunday, June 25, 2017

მე-7 დღე მე-5 მოდული პროექტების შეფასება

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და პროდუქტიული  იყო. ვისწავლე როგორ უნდა ვაწარმოო შეფასება პროექტის დასაწყისში, მიმდინარეობისას და დასასრულში. გავეცანით პროექტის შეფასების სტრატეგიებს: მასწავლებლის წინარე ცოდნის სასაჭიროებების დადგენა, თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება, პროგრესის მონიტორინგი, გაგების შემოწმება და მეტეშემეცნების წახალისება, გაგებისა და უნარების დემონსტრირება.
თითოეულიდან ავირჩიე ჩემი პროექტისთვის საჭირო მეთოდები და ინსტრუმენტები. და შევიტანე პროექტის გეგმის შაბლონში - შეფასების გეგმა. დავიწყე მუშაობა პროექტის მოკლე მონახაზზე.



Saturday, June 24, 2017

მოდული-4 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა

დღევანდელი დღის თემა იყო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა. ინსტრუმენტად ავირჩიეთ გაზეთი და ვისწავლეთ როგორ იქმნება ის. შეგვიძლია შევარჩიოთ მზა შაბლონი newsletters-ში, ან word Document-ში text box-ში. გაზეთის შექმნისას უნდა ვიხელმძღვანელოთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებით. გაზეთი პროექტის შეჯამების ერთგვარი სახეა. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს რა ცოდნა მიიღეს მოსწავლეებმა, რა უნარ-ჩვევები განუვითარდათ მათ, რამდენად ეფექტურად და ადეკვატურად იყენებენ ტექნოლოგიებს. სავარაუდო მონახაზი გავაკეთე. გაზეთზე მუშაობას სახლში დავასრულებთ. ასევე, ავირჩიე ეროვნული სასწავლო გეგმიდან ჩემი პროექტის შესაბამისი მიზნები.