Saturday, September 17, 2016

მე-5 დღე

პროექტის დასაწყისში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. განვიხილეთ ბლოგი. ვისწავლე ბლოგის მართვის ინსტრუმენტები, შვცვალე პარამეტრები. გავაფორმე ჩემი ბლოგი, ავირჩიე ფონი, შევცვალე ტექსტის ფერი. ჩემს ბლოგს
დავამატე გვერდები ანუ ქვეთავები: ფოტოგალერეა, პროექტი, სასარგებლო რესურსები.
ვისწავლე ელ. მისამართის დაკოპირება.სასარგებლო რესურსებში შევინახე პროექტის სწავლების სახელმძღვანელოს ელ. მისამართი.ტრენერს გადავუგზავნე მეილზე ჩემი ბლოგის მისამართი.
გავეცანით საავტორო უფლებებს.დავაკოპირე სახელმძღვანელოს მისამართი და ჩავსვი ჩემს საქაღალდეში " საავტორო უფლებები".
ჩამოვტვირთე სახელმძღვანელოს რესურსებიდან "საავტორო უფლებების ქაოსის დეტალები" და შევინახე " საავტორო უფლებებში", რათა სახლში გავეცნო. ზოგადად მიმოვიხილეთ შეფასება და განვიხილეთ სწავლების სტრატეგიები. დავალებად მაქვს შევარჩიო ჩემი პროექტისთვის შეფასების სტრატეგიები.

Saturday, September 10, 2016

მე-4 დღე

ვისწავლე ბლოგის შექმნა, შევარჩიე ბლოგის დიზაინი. 21-ე საიკუნის უნარ-ჩვევებიდან ავირჩიე ჩემი მიზნებისთვის სამი მიმართულება.გავეცანი სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, კურსის რესურსებში გადავიტანე ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, რომლებსაც გამოვიყენებ მიზნების ჩამოყალიბებისას. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა და პრეზენტაცია.